Sunday, June 6, 2010
ეგვიპტის სახელწოდება
ეგვიპტე (არაბ. مصر მისრ, misˤɾ (?·i)), ოფიციალურად ეგვიპტის არაბული რესპუბლიკა - ქვეყანა ჩრდილოეთ აფრიკასა და დასავლეთ აზიაში(სინაის ნახევარკუნძული). ჩრდილოეთით ეგვიპტე ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვას, წითელ ზღვას აღმოსავლეთით, ისრაელს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით სუდანს სამხრეთით და ლიბიას დასავლეთით.
ეგვიპტე არის ერთ-ერთი ყველაზე დასახლებული ქვეყანა აფრიკასა და დასავლეთ აზიაში. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს მდინარე ნილოსის მახლობლად, საჰარას უდაბნოს ტერიტორია ფაქტობრივად დაუსახლებელია. ეგვიპტის მოქალაქეთა ნახევარზე მეტი ცხოვრობს დიდ ქალაქებში ნილოსის დელტაში.
* ოფიციალური: ეგვიპტის არაბული რესპუბლიკა.
* არაბული: Al-Jumhuriyat Misr al-Arabiyah.
* ეტიმოლოგია: ფარაონების ეპოქის მოსახლეობა თავის ქვეყანას “კემეს” უწოდებდა, რაც “შავმიწას” ნიშნავდა. Aigyptos ანუ “ეგვიპტე” ძველმა ბერძნებმა შეარქვეს. სავარაუდოდ იგი მიღებულია Hikuptah-ს დამახინჯებით, რაც ნიშნავს „უზენაესი ღვთაების პტას სულის ტაძარს“. დღევანდელი არაბულენოვანი მოსახლეობა თავის ქვეყანას უწოდებს “მისრ”-ს. აქედანაა ძველქართული “მისრეთი”.
* ქვეყნის კოდი: EG.
ეგვიპტე არის ყველაზე დასახლებული ქვეყანა შუაგულ აღმოსავლეთში და მესამე ყველაზე დასახლებული აფრიკის კონტინენტზე, 77 მილიონი მოსახლით (2009 წლის აპრილის მოანცემებით). ბოლო 40 წლის განმავლობაში იგრძნობა მოსახლეობის სწრაფი ზრდა მედიცინის წინ წაწევისა და სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლურობისა განვითარების გამო. როდესაც ნაპოლოენმა დაიპყრო ქვეყანა, მისი მოსახლეობა შეადგენდა მხოლოდ 3 მილიონს. დაახლ. მოსახლეობის 90% ერთგულობს ისლამს, ხოლო დანარჩენი ნაწილის უმეტესობა ქრისტიანია.
* მოსახლეობა: 77,4 მლნ (2003), მათ შორის ეგვიპტელი არაბები 99,1%, ნუბიელები 0,9%. ქვეყნის მოსახლეობის ზრდის ტემპები საკმაოდ მაღალია (ყოველ 7 თვეში 1 მლნ). მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე 74 კაცს შეადგენს. ნილოსის დაბლობზე სადაც ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 98% , მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 1 კვ. კმ-ზე 1500 კაცს.
* ენები: არაბული. ინგლისური და ფრანგული ფართოდ ისწავლება.
* რელიგია: მუსულმანები 90%, ქრისტიანები დაახლ. 10%.
* ქალაქები (ათ.) : ქაირო (7.938; აგლომ. 15.892), ალექსანდრია (3.891; აგლომ. 4.443), ალ-ჯიზა (გიზა, 2.598), შუბრა ალ-ჰაიმა (870; აგლომ. 1.070), პორტ საიდი (549), ას-სუვეისი (სუეცი, 4.880). წყარო: wikipedia
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment