Sunday, June 6, 2010

გეოგრაფია


ქვეყანა მდებარეობს ორ კონტინენტზე-აფრიკის (ჩრდილო-აღმოსავლური რეგიონი) და აზიის (სამხრეთ-დასავლეთი რეგიონი). სამხრეთით ესაზღვრება სუდანი (საზღვრის სიგრძეა 1273 კმ), დასავლეთით -ლიბია (1150კმ), აღმოსავლეთით-ისრაელი (255კმ) და პალესტინა (11კმ). აღმოსავლეთით აკრავს მეწამული ზღვა, ჩრდილოეთით-ხმელთაშუა ზღვა. ქვეყნის ტერიტორიის დააახლოებით 96 პროცენტი უდაბნოა.

ყველაზე გრძელი საზღვარი ეგვიპტეს აქვს სუდანთან 1273 კილომეტრი, ყველაზე მოკლე კი ისრაელთან 266 კმ. ეგვიპტეს ფართო გასასვლელი აქვს როგორც ხმელთაშუა ზღვაზე, ასევე წითელ ზღვაზე. ქვეყნის აფრიკულ და აზიურ რეგიონებს ერთმანეთისგან გამოყოფს სუეცის არხი , არხის სიგრზე 160 კილომეტრია (პორტ საიდიდან სუეცამდე). იგი აკავშირებს ხმელთაშუა და წითელ ზღვებს. არხი მწყობრში ჩადგა 1869 წელს. 1956 წელს მოხდა მისი ნაციონალიზაცია.

* ფართობი: 1.001 ათასი კვ.კმ.
* ბუნება: გეოგრაფიული რაიონები - ნილოსის ხეობა, კატარას ქვაბული, დასავლეთი უდაბნო, აღმოსავლეთი უდაბნო. უმაღლესი მწვერვალი - ჯებელ კატერინა 2.638 მ.; უდიდესი მდინარე (კმ) – ნილოსი 1.550 (სულ 6.671); უდიდესი ტბა (კვ.კმ) - ნასერი 5.500 (ხელოვნური); უდიდესი კუნძული - ჯაზირათ შადვანი; კლიმატი - ხმელთაშუაზღვის, მშრალი.
* ბუნებრივი რესურსები: ნავთობი, ბუნებრივი აირი, რკინის მადანი, ფოსფატები, მანგანუმი, კირქვა, თაბაშირი, ტალკი, აზბესტი, ტყვია, თუთია.

წყარო: wikipedia

No comments:

Post a Comment